ახალი ამბები
მეუფე იობის სახელით სპეცდანიშნულების ჯგუფის შექმნის მუქარაზე გამოძიება დაიწყო
შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო მოქალაქე ა.ჯ-ს მიმართ, რომელმაც სოციალურ ქსელში ,,ფეისბუქი" სპეცდანიშნულების ჯგუფის შექმნა და ლგბტ პირების მიმართ დევნა დაანონსა. ამის თაობაზე qartli.ge-ს სამინისტროს პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება ა.ჯ.-ს მიერ სოციალურ ქსელ facebook-ზე გავრცელებული პოსტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრუმა მიხლით, რაც ძალადობრივი ქმედებისკენ საჯარო მოწოდებას გულისხმობს." - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

qartli.ge გუშინ საღამოსვე დაუკავშირდა ასევე რუის-ურბნისის ეპარქიას, საიდანაც გვიპასუხეს, რომ მოქალაქეს პოსტი წაშლილი აქვს -  ,,პოსტი წაშლილია, გმადლობთ" 





Print

სტატიის გამოყენების პირობები