ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში აკადემიური საბჭო ახალი რექტორის ასარჩევად შეიკრიბა
დღეს, გორის უნივერსიტეტში ახალ რექტორს აირჩევენ. აკადემიური საბჭოს წევრებმა წარდგენილი კანდიდატები, მათი სამოქმედო გეგმები და პოზიციები განიხილეს.

მონაწილეობას ორი მოქალაქე იღებს - ალექსანდრე მღებრიშვილი და კახა ტოლიაშვილი.

ალექსანდრე მღებრიშვილი ბოლო წლებში რექტორის მოადგილედ მუშაობდა, კახა ტოლიაშვილი კი - 2007 წლამდე ცხინვალის უნივერსიტეტის პროფესორი, რომლის გაუქმების შემდეგ, პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა. ჯერ ნაციონალურ მოძრაობაში, შემდეგ - ,,გირჩში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები