ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს
გორის უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს. აკადემიური საბჭოს 7-ვე წევრმა მხარი ალექსანდრე მღებრიშვილს დაუჭირა.

არჩევნებში მონაწილეობას ორი მოქალაქე იღებდა - ალექსანდრე მღებრიშვილი და კახა ტოლიაშვილი.

ალექსანდრე მღებრიშვილი ბოლო წლებში რექტორის მოადგილედ მუშაობდა, კახა ტოლიაშვილი კი - 2007 წლამდე ცხინვალის უნივერსიტეტის პროფესორი იყო. უნივერსიტეტის გაუქმების შემდეგ, პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა. ჯერ ნაციონალურ მოძრაობაში, შემდეგ - ,,გირჩში. ბოლოს გადაცემა მიჰყავდა ტელეკომპანია ,,დიაში".

Print

სტატიის გამოყენების პირობები