სამოქალაქო აქტივისტის გიგა მახარაშვილის განცხადებით, პროკურატურამ
დღეს ის დაზარალებულად ცნო. ამის შესახებ ინფორმაცია
სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მისი თქმით, ამჯერად, მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია დაიცავს. პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გიგა
მაქარაშვილი პროკურატურაში დაბარებულია 16 იანვრისთვის.
2018 წლის 10 ოქტომბერს გიგა მაქარაშვილი და სხვა აქტივისტები მერიის
წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ მერის გადადგომას
იმ მიზეზით, რომ მერმა კოტე თავზარაშვილმა დევნილთა დასახლებაში
მიუღებელი განცხადება გააკეთა.
საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, მაქარაშვილს მერიის
ადმინისტრაციის უფროსმა თავზე ვედრო ჩამოამხო, რაც დააფიქსირა
ტელეკომპანია ,,დიას" კამერამ. ფაქტთანდ დაკავშირებით დაიწყო
გამოძიება.
მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გორის მერიის წინ
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის თანახმად, ჩატარდა, რაც
გულისხმობს “პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და
ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ,
ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.”
საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის
მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე
ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას,
ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური
ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.
ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, გიგა მაქარაშვილს არ
დაუდგინდა სულიერი ტკივილის მიყენება და პროკურატურამ საქმე ამ მუხლით
შეწყვიტა. გიგა მახარაშვილი ითხოვს, რომ თემურ მანველიშვილი დაისაჯოს
შესაბამისი მუხლებით.
სტატიის გამოყენების პირობები