ახალი ამბები
პროკურატურამ კასპის რაიონში პოლიციის თანამშრომლის სახლი გაჩხრიკა

 

,,საღამოს პიკაპებით მოვიდნენ, სახლს ლენტა  შემოახვიეს და დაიწყეს ჩხრეკა. პროცესი რამდენიმე საათი, თითქმის 9 საათამდე, გაგრძელდა. აქ მხოლოდ მოხუცი მშობლები ცხოვრობენ" - გვითხრეს ადგილობრივებმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურას უნდა მივმართოთ.

 

ღონისძიებას მთავარი პროკურატურა ხელმძღვანელობს. შიდა ქართლის საოლქო პროკურატურის მიმღებში გვითხრეს, რომ ხელმძღვანელი პირები თბილისში არიან წასულები.  პოლიციელი, რომლის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, ბოლო დრომდე, ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოში  მუშაობდა. 

 

იხ. ამავე თემაზე:

პოლიციელი გია სოსანაშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები