ახალი ამბები
მორიგი ავარია სამხატვრო სკოლასთან
გორის სამხატვრო სკოლასთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ,,ოპელის" მარკის ორი ავტომანქანა შეეჯახა.

მძღოლები წრიულზე მოძრაობდნენ.  ერთი მანქანა თბილისის ქუჩიდან, მეორე კი, კახნიაშვილის ქუჩიდან მოდიოდა.

გამოძიებას საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აწარმოებენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღნიშნულ მონაკვეთზე ავარიები სისტემატიურად ფიქსირდება. იხ. ავარია 7 იანვარს , მეორე - 4 დეკემბერს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები