ახალი ამბები
გორის დათვს უკვე 10,4 ტონა ვაშლი ,,აჭამეს"
გორის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს ნაქარი ვაშლის შესყიდვას არა საბაზრო ფასის (1კგ - 10 თეთრი) მიხედვით, არამედ - ინდივიდუალური შეთავაზების საფუძველზე. ამის შესახებ სრული დოკუმენტაცია qartli.ge-მ მოიპოვა.

ირკვევა, რომ  გორის მინი ზოოპარკში დაბადებული დათვი სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებ პაატა კოდოშვილისგან ნაყიდი ვაშლით გაზარდეს. მასთან გაფორმებულია 20-მდე ხელშეკრულება. სეზონის მიხედვით, პაატა კოდოშვილისგან ზოგჯერ 2 ტონა, ზოგჯერ 750 კგ და ზოგჯერ 600 კგ ვაშლი წაიღეს.

შესყიდვის ღირებულება თავდაპირველად იყო 40 თეთრი, შემდეგ - ფასი 30 თეთრზე ჩამოვიდა. გლეხებისგან კი, ქარხნების დირექტორები 10 თეთრად იბარებენ 1 კგ-ს. 

რატომ ყიდულობს 3-ჯერ იაფად მერია ვაშლს პაატა კოდოშვილისგან? ამაზე პასუხი ვერ მივიღეთ ვერც კეთილმოწყობის სამსახურიდან და ვერც მერიის ადმინისტრაციიდან.  ერთი შვილი - პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების წარმომადგენელია, ხოლო მეორე შვილი - ,,ლიბერთი ბანკის" შიდა ქართლის საპენსიო სერვის მენეჯერია.

ვაშლის შესყიდვა ამ დრომდე გრძელდება და ბოლო ხელშეკრულება გაფორმებულია 2018 წლის დეკემბერში.

დათვი კი, მოთავსებულია გისოსებში. ცხვარიჭამიაში მდებარე თავშესაფრის დირექტორი ითხოვს მის გადაყვანას.  თავშესაფრის დირექტორმა სოსო ჯიქურაშვილმა წერილობით უკვე მიმართა მერიას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები