ახალი ამბები
ვოლოგდის დასახლებაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა - მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღო მამაკაცმა
გორში, ვოლოგდის დასახლებაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ბინაში ხანძარი გაჩნდა. მსუბუქი ხარისხის დამწვრობა მიიღო ერთმა მამაკაცმა.

ადგილობრივებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს. შემთხვევა დაახლოებით 21 საათზე მოხდა.

გორის შს სამმართველოში გამოძიება სსკ 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტებზე, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები