ახალი ამბები
გორში სამეფო ქუჩაზე ძებნა უშედეგოდ დასრულდა
გვიან ღამით, გორის შს სამმართველოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები სამეფო ქუჩაზე იმ პიროვნებას ეძებდნენ, რომელიც შეტყობინების მიხედვით, საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით შევიდა.

საცხოვრებელი სახლებისა და ეზოების ჩხრეკის მიუხედავად, ძებნა უშედეგოდ დასრულდა. პოლიციას გადაკეტილი ჰქონდა სამეფო ქუჩა, ასევე, სამეფო ქუჩიდან სასტუმრო ,,ქართლისკენ" არსებული ყველა გასასვლელი.

112-ზე შესული შეტყობინების ავტორი იყო მოქალაქე, რომელიც აცხადებდა, რომ ბინის მეორე სართულზე ქურდი იმყოფებოდა. ბინის დათვალიერების შემდეგ, იქ არავინ აღმოჩნდა. 

შსს-ს პრეს-სამსახურის ცნობით, სავარაუდოდ, ცრუ განგაშს ჰქონდა ადგილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები