ახალი ამბები
გორში კეცხოველის ქუჩაზე მომხდარი ავარიის ამსახველი ფოტო
არსებობს ფოტო, რომელიც ასახავს იმ ტრაგედიას, რაც გორში, კეცხოველის ქუჩაზე მოხდა. 15 იანვარს ,,ვაზ 21-01" მარკის ავტომანქანას დაეჯახა ,,აუდი".

ავარიის შედეგად გარდაიცვალა ვაზ ,,21-01" მარკის მძღოლი, მისი მეუღლე კი, საავადმყოფოში მოათავსეს.

შემთხვევა კეცხოველის ქუჩაზე მოხდა. ეს ის ადგილია, სადაც, პროფილაქტიკის მიზნით, გზის გასწვრივ ავტომანქანების რიგია და გზა ვიწროვდება.

გარდაცვლილების ახლობლები და ნაცნობები სოციალურ ქსელში წერენ, რომ მოუწესრიგებელია კეცხოველის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა.

რაც შეეხება ავარიას, ამის გამომწვევ მიზეზს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები ადგენენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები