ახალი ამბები
პრეზიდენტს დანაპირებს უხსენებენ: ,,თუ ბალახი ამოდის სახლში, მოთოხნე, მოთოხნეო"

 

 

ლილი ბირთველიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს 2014 წლის 26 თებერვალს შეხვდნენ. ატოცში მავთულხლართების ფაქტების გასაპროტესტებლად ჩასულ ქვეყნის პირველ პირს ადგილობრივებიც დაახვედრეს. სწორედ, მაშინ შეპირებია მარგველაშვილი ლილი ბირთველიშვილს, რომ ვაგონს გაურემონტებდნენ ან შეუცვლიდნენ.

 

,,მისმინე უფროსო, ის ფოტო ისევ შენახული მაქვს, მაშინდელი გადაღებული. რაც დაგვპირდი, შეასრულე" - უთხრა ლილი ბირთველიშვილმა მუნიციპალიტეტის გამგებელს ზაზა გულიაშვილს.

 

,,ვერ გავიგე რამდენი რამე შევასრულო, გაზი უფასოდ ჩაგერთვებათ, წყალი ყველა სახლში მოვა" - უპასუხა ზაზა გულიაშვილმა.

 

,,როგორ გითხრა მარგველაშვილმა?" - საუბარში ტერიტორიული თემის წარმომადგენელი მარიამ გულისაშვილი ჩაერთო - ,,შენ რომ უთხარი, ბალახი ამოვიდა, ბალახიო, რა გიპასუხა? მერე ბაბო, მოთოხნე, მოთოხნეო" 

 

,,გამომიყვანეთ მანდედან-მეთქი და ეგრე მითხრა გამგებელმა, რო შედიხარ, ჰო გამოდიხარ უკან ისევაო, დამცინა" - დასძინა მოხუცებულმა.

 

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები