ახალი ამბები
ცხინვალი-ჯავის გზაზე ,,ჟიგული" ქვათაცვენაში მოყვა
ცხინვალიდან 10 კმ დაშორებით, ჯავის გზაზე, კლდის ლოდები გზაზე ჩაცვივდა. ქვათაცვენის დროს მაგისტრალზე ,,ჯიგულის" მარკის ავტომანქანა მოძრაობდა.

,,ჯიგულის" მარჯვენა მხარე ლოდების ქვეშ მოექცა. მძღოლი გადარჩა, რადგან იგი მარცხენა მხარეს იჯდა.

დაშავებული მძღოლი ცხინვალის საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობის შესახებ, ადგილობრივი პრესა დამატებით დეტალებს არ ფლობს.

ჯავა-როკის გზა კი, 11 იანვრიდან პერიოდულად იკეტება. დე-ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, უხვი ნალექის (თოვლი) გამო, რუსეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზაზე ზვავსაშიშროებაა.







Print

სტატიის გამოყენების პირობები