ახალი ამბები
რიგაში ,,შატო-ატენის" ღვინოების პერსონალური გამოფენა გაიმართება
საოჯახო ღვინის მარნის ,,შატო ატენის" ღვინოების პრეზენტაცია ლატვიის დედაქალაქ რიგაში 31 იანვარს გაიმართება. ამის შესახებ qartli.ge-ს გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილებიდან აცნობეს.

განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის ცნობით, პერსონალურ გამოფენას ,,შატო ატენის" ხელმძღვანელი სოსო ვანიშვილი გაუძღვება.

,,2019 წლის 18 იანვარს, ტურიზმის განყოფილებამ შეხვედრა მოუწყო პროვაიდერ - საოჯახო ღვინის მარნის ,,შატო ატენის“ მეპატრონეს სოსო ვანიშვილს. სწორედ ამ მარნის ღვინოების პერსონალური პრეზენტაცია გაიმართება მიმდინარე წლის 31 იანვარს ქალაქ რიგაში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ლატვიელი მეღვინეები და ტურისტული კომპანიები, რაც დიდად შეუწყობს ხელს ამ ქვეყნიდან შიდა ქართლში ტურისტების მოზიდვას." - აღნიშნავს რობერტ მაღლაკელიძე
.




ტურიზმის განყოფილების მიერ ორგანიზებულ ტურისტულ ბაზრობებსა და გამოფენებში, სხვა მეღვინეებთან ერთად, ,,შატო ატენის" ღვინოებს - ,,ატენურსა" და ,,ხიდისთაურს" წამყვანი ადგილი უკავია. ,,მათი ღვინოები ,,ატენური“ და ,,ხიდისთაური“ გამოფენილი იყო იტალიაში და ასევე გაიგზავნა ამერიკაში." - აღნიშნავს რობერტ მაღლაკელიძე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები