ახალი ამბები
კომბინატში ირწმუნებიან, რომ ძაღლს მდუღარე წყალი გადაასხეს

 

ფოტო სკოლის მოსწავლეებმა, შემთხვევით, გავლისას გადაიღეს.

 

,,მაგ ტერიტორიაზე ვცხოვრობთ, გამოვლისას არაფერი იყო, შემდეგ რომ გავიარეთ,  ძაღლი ამ მდგომარეობაში ვნახეთ. საჭიდაო დარბაზთან ორი კაცი იდგა. ვკითხეთ, ამ ძაღლს რა მოუვიდაო და გვითხრეს, ,,მპოვარმა" წყალი გადაასხაო. ეს ძაღლი ამ სასადილოში იყო მიჩვეული და თურმე მზარეულს საჭმელებს პარავდა. შემდეგ მივედით სასადილოში. ის კაცი ფანჯრიდან იყურებოდა და ვუთხარით, თუ რატომ მოკლა ძაღლი. მე არ მომიკლავსო, წადით აქედანო. დილით რომ გამოვიარეთ, ნაგვის ბუნკერთან ძაღლი აღარ ეგდო" - ყვება მოზარდი, რომლის ტელეფონითაც ფოტოა გადაღებული.

 

ცხოველთა უფლებადამცველი ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ ვიზუალურად ძაღლი ნაცემი არ ჩანს:

 

,,აშკარად ჩანს, რომ ძაღლი დასველებულია, შორიახლოს კი ასფალტი მშრალია. ძაღლი რომ დროულად გვენახა, აუცილებლად დადგინდებოდა სიკვდილის მიზეზი. მაგალითად, მანქანა როცა არტყავს ძაღლს, ხშირ შემთხვევაში არც მაშინ ეტყობა გარეგნული ნიშნები, რადგან სისხლჩაქევები სხეულის შიგნით ხდება, ასევე მოწამვლის დროსაც გარეგნული მახასიათებლები არ ჩანს" - აცხადებს ირმა მთიულიშვილი.

 

მისი თქმით, სიკვიდილის მიზეზის დადგენა ადვილად შეიძლებოდა, კეთილმოწყობის სამსახურის მანქანით ნაგავსაყრელზე  მაშინვე რომ არ წაეღოთ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად. ცხოველის წამება-დასახიჩრება ისჯება ჯარიმით, განმეორებით ან დამამაძიმებელი გარემოებების არსებობის შემთხვევაში კი პატიმრობით ვადით ორ წლამდე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები