ახალი ამბები
გორში რესტორნის წინ მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ
30-წლამდე ასაკის მამაკაცი, სხეულის სხვადასხვა დაზიანებით, ,,გორმედში" მოათავსეს. მას ფიზიკურად რესტორან ,,მონადირეს" წინ, სტალინის ქუჩაზე, გაუსწორდნენ.

ექიმებს და პოლიციელებს განუცხადა, რომ არ იცის იმ პირთა ვინაობა, ვინც თავს დაესხა. შემთხვევა წუხელ დაახლოებით 22 საათზე მოხდა.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობას. ფაქტზე ჯერ არავინაა მხილებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები