ახალი ამბები
ქართველი მეზღვაურის მოსაძებნად ლიბიაში გემის მფლობელი გაემგზავრა
დავით რაზმაძის მოსაძებნად თურქული კომპანიის მფლობელი ლიბიაში გაემგზავრა და ადგილზე 21 იანვარს იქნება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა  ვლადიმერ კონსტანტინიდმა ტვ ,,პირველთან" საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთის საკონსულოს წარმომადგენლები უკვე ესაუბრნენ გემის მფლობელებს. ,,ჩვენი ინფორმაციით, კომპანიის ხელმძღვანელი ხვალ უკვე ლიბიაში იქნება და დეტალებს გაარკვევს" - განაცხადა საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

22 წლის დავით რაზმაძე ამ კომპანიაში მეზღვაურად მუშაობდა. ლიბიაში 16 იანვრიდან გაუჩინარდა. მისი გაუჩინარების ამბავი მაშინ შეიტყვეს, როდესაცთურქ თანამშრომელს გემზე მორიგეობა უნდა შეეცვალა.

დავით რაზმაძე დედასთან, ნინო ცეცხლაძესთან ერთად, კვიპროსში წლებია ცხოვრობს. მისი მამა იყო ზაზა რაზმაძე, რომელიც, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გადაღებული ფოტოისტორიის გმირია. ზაზა რაზმაძე კი, 2014 წელს გარდაიცვალა დენის დარტყმის შედეგად.

იხ. ამავე თემაზე:

ცნობილი ფოტოს უცნობი გმირები
Print

სტატიის გამოყენების პირობები