ახალი ამბები
ცხინვალში ის ბავშვი მოინახულეს, რომლის მშობელმა დახმარებისთვის დავით ქაცარავს მიმართა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მარიამ ბაშარულის შვილის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დე-ფაქტო მთავრობის კონტროლის ქვეშ დამქვედებარებული ტელევიზიის ცნობით, მარიამ ბაშარულმა ქართველ აქტივისტს, ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერს დავით ქაცარავას დასახმარებლად მიმართა.

ჟურნალისტებმა მარიამ ბაშარული, დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით, ცხინვალის საავადმყოფოში 18 იანვარს მოინახულა.

მარიამ ბაშარული ამბობს, რომ გაურკვეველ სიტუაციაში, თუმცა, აღნიშნავს, რომ ცხინვალელი მედიკოსების დახმარებით, მისი შვილი თავს კარგად გრძნობს. ახალგორის სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლის, ევა დუდაევის განცხადებით, რაიონში გრიპის ვირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ახალგორელი ქალბატონი დავით ქაცარავას ატყობინებდა, რომ მის შვილს, ხუთი დღეა, 39 გრადუსი სიცხე აწუხებდა. ქართველი მშობელი ითხოვდა წითელი ჯვრის დახმარებით, საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე მის გადაყვანას.

დე-ფაქტო რესპუბლიკამ ახალგორის რაიონში მდებარე გამშვები პუნქტი 2019 წლის 11 იანვრიდან ჩაკეტა. არაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება, თბილისსა და სხვა ქალაქებში გავრცელებული ღორის გრიპის და მისით გამოწვეული ფატალური შედეგები გახდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები