ახალი ამბები
გორში ორი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა
გორში შარტავას ქუჩაზე ორი საცხოვრებელი სახლის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლს სამი ეკიპაჟი აქრობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მეხანძრე მაშველებმა ბინიდან 44-წლის მამაკაცი, რომელიც შშმ პირია, უვნებელი გამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დამწვარია დაახლოებით 80 კვ.ფართობზე სახურავი. სავარაუდოდ, ცეცხლი სადენებიდან გაჩნდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები