ახალი ამბები
გორიდან დანახული მთვარის დაბნელება (PHOTO)
21 იანვარს „მთვარის დაბნელება ,,დაფიქსირდა. 

პროცესი თბილისის დროით 06:35 საათზე დაიწყო და 07:49 საათზე დამთავრდა. სრული დაბნელება ყველაზე უკეთ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის, ასევე დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ აფრიკის მცხოვრებლებს შეეძლოთ.

მთვარე "წითლად" თბილისის დროით 09:12 საათზე გადაიქცა. გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა ის ფოტოობიექტივზე აღბეჭდეს.

მთვარის დაბნელება ასტრონომიული მოვლენაა, როდესაც მთვარე შედის დედამიწის ჩრდილის კონუსში. დედამიწის ჩრდილის დიამეტრი 363 000 კმ-ია (მთვარის მინიმალური დაშორება დედამიწიდან) და მთავრის დიამეტრზე სამჯერ დიდია, ამიტომ მთვარე შეიძლება იყოს მთლიანად დაბნელებული.

მთვარის მომდევნო დაბნელება 2029 წელსაა მოსალოდნელი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები