ახალი ამბები
გორში პატარებისთვის სპექტაკლი ,,ჯადოსნური ღამე - ჟირაფ ჟოზესთან“ გაიმართება
25 იანვარს, გორში, თუმანიშვილის თეატრი სპექტაკლს - „ახალი წლის ჯადოსნური ღამე - ჟირაფ ჟოზესთან“ გამართავს.

სიუჟეტი ვითარდება ერთ ჩვეულებრივ ოჯახში, სადაც ელოდებიან ახალ წელს. თუმცა სრულიად ახალი და ზღაპრული პერსონაჟები ცდილობენ დღესასწაულის ჩაშლას. სპექტაკლის ფინალურ და ყველაზე ფერად ნაწილში სცენაზე ჩნდება ყველასათვის ცნობილი ქართული ანიმაციური გმირი ჟირაფი ჟოზე, რომელიც სიყვარულს გადასდებს ყველას და ახალი წელიც მოდის.

სპექტაკლების დასრულების შემდეგ მხიარულება თეატრის დარბაზში გაგრძელდება, სადაც მოწყობა სახალისო აქტივობები.

სპექტაკლს უმასპინძლებს გიორგი ერისთავის გორის დრამატული თეატრი. დასაწყისი 13:00 და 15:00 საათზე.




 

Print

სტატიის გამოყენების პირობები