ახალი ამბები
გორის მერმა წარმატებული სპორტსმენები და მწრთვნელები დააჯილდოვა
გორის მერმა 2018 წლის წარმატებული სპორტსმენები და მწრთვნელები მადლობის სიგელებით და ფულადი თანხებით დააჯილდოვა.

სულ 3 მწრთვნელი და 12 სპორტსმენი დაჯილდოვდა, თითოეულ სპორტსმენს პირად ანგარიშზე ჯილდო 300 ლარი ჩაერიცხა.

ჯილდოს ჯამურმა თანხამ 4500 ლარი შეადგინა რომელიც „სპორტის ხელშეწყობის პროგრამიდან“ გამოიყო.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჯილდოვდებიან მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული წარმატებული სპორტსმენები და მწვრთნელები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები