ახალი ამბები
გორის მერიაში თემურ მანველიშვილის საკითხს იხილავენ
გორის მერიაში თანამდებობაზე თემურ მანველიშვილის დარჩენის საკითხს იხილავენ. მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, რეზოლუციის დადებამდე და ბრძანების გამოცემამდე, მერი კომენტარს ვერ გააკეთებს.

,,ბატონი კოტე ამ წუთას კარალეთში შეხვედრაზე იმყოფება მოსახლეობასთან. ვიდრე შესაბამისი ბრძანება არ დაიწერება, პასუხს ვერ გაგცემთ." - აცხადებს პრეს-სამსახური.

,,დღეს მე თვითონ დაგიკავშირდებით და გეტყვით ყველაფერს" - გვითხრა თემურ მანველიშვილმა.

ჩვენი ინფორმაციით, მან, როგორც გორის მერიის ადმინისტრსაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსმა, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა.

მის მიმართ გორის პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტის გიგა მაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე.
იხ. ამავე თემაზე:
Print

სტატიის გამოყენების პირობები