ახალი ამბები
სოფელ მრგვალ ჭალაში ლეხურას ნაპირს გაამაგრებენ
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მრგვალ ჭალაში ნაპირს გაამაგრებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიიღეს.

სამუშაოებისთვის 62 687 ლარი გამოიყო. მდინარე ლეხურას ნაპირზე ფლატე რამდენიმე წელია ეროზიას განიცდის და საფრთხეს უქმნის სოფლის განაპირას მცხოვრებ მოსახლეობას.

ვითარება სანაპიროზე კომპანია ,,ნაპირდაცვამ" 2018 წელს შეისწვლა. სწორედ, მათი დასკვნის საფუძველზე, გზების დეპარტამენტში ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება გადაწყვიტეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები