ახალი ამბები
ქვენათკოცაში 23-წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენათკოცაში 23-წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ახლობლებმა გუშინ დილით ნახეს.

გარდაცვალებების მიზეზების შესწავლა კრიმინალისტიკის სამსახურის წარმომადგენლებმა დაიწყეს.

შს სამინისტროს ცნობით, წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

აღნიშნული მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები