ახალი ამბები
გორის მერის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა
გორის მერის პირველმა მოადგილემ, გელა კაპანაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ qartli.ge-ს გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გელა კაპანაძე სხვა სამსახურში გადავა.

,,სადაც მისი ჭკუა-გონება გამოადგება საქმეს და გამოცდილება იქნება საჭირო, იქ გადავა სამუშაოდ" - აცხადებს გორის მერი. თავზარაშვილის თქმით, ამ ეტაპზე 1-ლი მოადგილის კანდიდატურის შესახებ, ვერაფერს გვეტყვის:

,,ამასაც შეგატყობინებთ" - აცხადებს გორის მერი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები