ახალი ამბები
ქარელის მუნიციპალიტეტში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს
ქარელის მუნიციპალიტეტში 2016 და 2017 წლის წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.

ქარელის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა გასული წლების წარჩინებულ მოსწავლეებს ჯილდოს სახით 1 ოქროს და 3 ვერცხლის მედალი გადასცეს. ჯილდოებთან ერთად მოსწავლეებს საჩუქრების სახით წიგნებიც გადაეცათ.

20 წარჩინებული მოსწავლიდან 17- ს ოქროს მედალი გადაეცა, ხოლო 3 მოსწავლეს ვერცლის მედალი ერგო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები