ახალი ამბები
გორში დამატებით 21 ცალი სექციური სიჩქარის მაკონტროლებელი კამერა დამონტაჟდება
გორის მერია 21 ცალ სექციური სიჩქარის მაკონტროლებელ კამერას ყიდულობს. ამის შესახებ გადაწყვეტილება 23 იანვარს მიიღეს.

ჯამში ვიდეოკამერების შესაძენად დაახლოებით 10 000 ლარი დაიხარჯება.

კამერების მიმწოდებელი კომპანიის შესახებ ინფორმაცია 2019 წლის 1 თებერვალს გახდება ცნობილი. კომპანია ვალდებული იქნება 10 დღის ვადაში მითითებულ ადგილებზე კამერები დაამონტაჟოს.

კონკრეტულად, სად დამონტაჟდება კამერები, ამის შესახებ, ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები