ახალი ამბები
კარალეთის კოტეჯებში ასფალტი დაიგება
კარალეთის დევნილთა დასახლებაში არსებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3,9 მლნ ლარი გამოიყო.

ამის შესახებ qartli.ge-ს მერიიდან აცნობეს.

ადმინისტრაციის ცნობით, კარალეთის დევნილთა დასახლების 3-ვე უბანზე ასფალტი დაიგება. გზების საერთო სიგრძე 6 კმ 889 მ-ს შეადგენს.

გამარჯვებული კომპანია 2019 წლის 13 თებერვალს გამოვლინდება. სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება და გეგმის მიხედვით 6 თვეში უნდა დასრულდეს


Print

სტატიის გამოყენების პირობები