ახალი ამბები
გორში ცეკვაზე მიმავალ გოგონას მანქანა დაეჯახა - ეძებენ მძღოლს
გორში, ახალბაღის პარკის შესასვლელთან, 11-წლის გოგონას მანქანა დაეჯახა. მძღოლი მიიმალა. პოლიცია თეთრი ფერის მანქანას ეძებეს.

დაშავებული მოსწავლე ,,გორმედში" მიიყვანეს. ექიმის, გია ზუმბულიძის ცნობით, ბავშვს აღენიშნებოდა ქვედა კიდურის წვივის მოტეხილება. ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. თაბაშარის ნახვევით გოგონა სახლში გაწერეს.

პოლიციამ გამოძიება 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. 

ადგილი, სადაც ბავშვს მანქანა დაეჯახა, ცეკვის სტუდიასთან ახლოსაა. ამავე დროს, ზებრა გადასასვლელია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები