ახალი ამბები
დე-ფაქტო რესპუბლიკიდან საქართველოს 6 მოქალაქე ,,გააძევეს"
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გადაწყვეტილებით, ტერიტორია საქართველოს 6 მოქალაქეს დაატოვებინეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება არაღიარებული რესპუბლიკის სასამართლომ მიიღო.

ცხინვალში მოქმედი მედიასაშაუალებების ცნობით, ,,გაძავებულები" არიან ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომლებიც დე-ფაქტო ტერიტორიაზე უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდნენ.

დე-ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა 6-ვე მოქალაქის შესახებ მასალები სასამართლოს გადასცა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ,,რესპუბლიკაში უკანონოდ ცხოვრობდნენ".
Print

სტატიის გამოყენების პირობები