ახალი ამბები
გორის მერმა 1-ელ მოადგილედ გენინსპექციის ყოფილი თანამშრომელი დანიშნა
გორის მერის პირველ მოადგილედ ერასტი ელიჯარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ qartli.ge-ის  მერიის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ახალი კადრი შს სამინისტროში, კერძოდ, გენინსპექციაში მუშაობდა. ის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის (გენინსპექციის ყოფილი უფროსი) კადრს წარმოადგენს.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს. მისი ძმა შიდა ქართლის გუბერნატორია.

რაც შეეხება ერასტი ელიჯარაშვილს, მისი ბიოგრაფიული მონაცემები ჯერ უცნობია.

ფოტოზე: გორის მერი
Print

სტატიის გამოყენების პირობები