ახალი ამბები
გორში მოპარული ლეპტოპიდან თანხა ტოტალიზატორში გადარიცხეს - გამომძიებელი დაზარალებულს ემალება
გორში, ერთი თვის წინ მოპარული ლეპტოპის მეშვეობით, თანხა ტოტალიზატორში გადარიცხეს. ამის შესახებ qartli.ge-ს დაზარალებულმა განუცხადა.

მისი თქმით, ფაქტის შესახებ, პოლიციასთან კონტაქტი სცადა თუმცა გამომძიებელი პაატა კოდოშვილი მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს:

,,როგორც კი, ვნახეთ, რომ ჩვენი ანგარიშიდან თანხა მოიხსნა და გადაირიცხა ჯეობეთზე თუ აჭარაბეთზე, მაშინვე შევეცადე დავკავშირებოდი გამომძიებელს პაატა კოდოშვილს. ნომერი თვითონ დამიტოვა, მაგრამ არ მიპასუხა. მერე ვესაუბრეთ მეორე გამომძიებელს იოსებ საურს. ეჭვი გვაქვს, ვინც ეს გააკეთა. ასე თქვა, სასამართლოს ნებართვის გარეშე, მას ხელს ვერ დავადებთო. ბოლო ბოლო ვერ გავიგე რა ხდება" - აცხადებს დაზარალებული.

qartli.ge წერდა, რომ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებიდან დაუდგენელმა პირებმა ლეპტოპი მოიპარეს. კომპიუტერში საბუღალტრო მონაცემები ინახებოდა. კლინიკის დირექტორის განცხადებით, ქურდმა სწორედ მოპარული ლეპტოპის წყალობით, შეაღწია კომპანიის კუთვნილ ანგარიშზე და თანხა ტოტალიზატორში გადარიცხა.

ფოტოზე: გამომძიებელი პაატა კოდოშვილი

იხ. ამავე თემაზე

კლინიკიდან ლეპტოპი მოიპარეს





Print

სტატიის გამოყენების პირობები