ახალი ამბები
პოლიციამ მძღოლი იპოვა, რომელიც მანქანით 11-წლის გოგონას დაეჯახა
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა იპოვეს პიროვნება, რომელიც გუშინ 11-წლის გოგონას მანქანით დაეჯახა. ის ტაქსის მძღოლი აღმოჩნდა.

შემთხვევა ახალბაღის პარკის შესასვლელთან გუშინ მოხდა, სადაც ,,ზებრა" გადასასვლელია. 11-წლის მოსწავლე ცეკვის გაკვეთილზე მიდიოდა. იგი ჯერ სამარშრუტო მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა, შემდეგ ზებრა გადასასვლელით ცეკვის სტუდიისკენ გაემართა.

მანქანა კი, სწორედ, მაშინ დაეჯახა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი განმარტავს, რომ მას დამალვა არ უცდია, რადგან მისი ცნობით,  სარკე მხოლოდ გოგონას პარკს წამოედო. გოგონა ცეკვის სტუდიაში მივიდა, საიდანაც მომხდარის შესახებ, მშობელს შეატყობინა. ქვედა კიდურზე ტკვილების გაძლიერების შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

,,გორმედის" ექიმები აცხადებენ, რომ გოგონას ქვედა კიდურის მოტეხილობა აღენიშნება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები