ახალი ამბები
ხოვლეში მინისტრის მოადგილე არარსებულ მშენებლობის პროცესს დაესწრო
კასპის მუნიციპალიტეტის ხოვლეში განათლების მინისტრის მოადგილე ნათია ზედგენიძე იმყოფებოდა. სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, მინისტრის მოადგილე მშენებლობის პროცესს დაესწრო, თუმცა, აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო პროცესი 2017 წლიდან გაჩერებულია.

დღეს მინისტრის პრეს-სამსახური აცხადებს, რომ მშენებლობა 2019 წელსვე დასრულდება. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლის ცნობით, ამჟამად, დოკუმენტაციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს და, შესაბამისად, ტენდერი ამიტომ არაა გამოცხადებული.

,,იქნება თანამედროვე სტანდარტების შენობა გააერთიანებს რესურს ოთახს, ექიმის კაბინეტს, ხელოვნების ოთახს, სასადილოს, ბიბლიოთეკასა და კომპიუტერულ კლასებს. სკოლაში იფუნქციონირებს ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ლაბორატორიები. სკოლის ტერიტორიაზე ასევე აშენდება სპორტული დარბაზი." - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

qartli.ge წერა, რომ კომპანია ,,ბლოკ ჯორჯიამ" სამუსაოები არ დაასრულა. ხოვლეში ახალი კორპუსისა და სპორტული დარბაზის მშენებლობა 2016 წლის პირველ აპრილს დაიწყო. ახალი სკოლის მშენებლობა 2017 წლის 24 ივლისს უნდა დასრულებულიყო.

მოსწავლეები ამჟამად სკოლის პირველ კორპუსში სწავლობენ, რომელიც 2013 წელს გაიხსნა. სკოლის დირექტორის თქმით, 1-ელ კორპუსში, მხოლოდ, 6 საკლასო ოთახია მოქმედი.

იხ. ამავე თემაზე

ხოვლეში სკოლის მშენებლობა ,,ბლოკ ჯორჯიამ" არ დაასრულა (PHOTO/VIDEO)
Print

სტატიის გამოყენების პირობები