ახალი ამბები
გორში პოლიციელები აცხადებენ, რომ მათ 22-წლის ბიჭმა აგინა
გორის უნივერსიტეტის მესამე კორპუსთან პოლიციელებმა 22 წლის ბიჭი დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცმა სამართალდამცავებს აგინა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ მოქალაქე მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, ხოლო ნასვამ ახალგაზრდას წესრიგისკენ მოუწოდებდნენ.

გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარეობს. მასალები სამხრე კამერების ჩანაწერებით განსახილველად გორის სასამართლოში გაგზავნეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები