ახალი ამბები
დედის ცემაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
გორის სასამართლოს მოსამართლემ კუპრეიშვილმა 45-წლამდე ასაკის მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება გუშინ საღამოს მიიღო.

ძალადობის მუხლით წარდგენილ ბრალდებაში მამაკაცმა თავი დამნაშავედ ნაწილობრივ სცნო. მისი თქმით, კონფლიქტი დედასთან საცხოვრებელი სახლის გამო მოუვიდა, თანაც ძალადობის გარეშე.

პროკურორის მტკიცებით, ბრალდებულმა დედას სხეულის დაზიანება მიაყენა.

მისი განცხადებით, წინასწარი გამოძიების პროცესში, დაკავებულის გარეთ ყოფნა გამოძიების პროცესს ხელს შეუშლის, ხოლო ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება, გამოძიებას, ჭეშმარიტების დადგენამდე, მიიყვანს. ამავე დროს, არსებობს დანაშაულის განმეორების და დაზარალებულზე ზეწოლის მოხდენის საფრთხე. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაიზიარა.

ბრალდებულს ადვოკატი არ ჰყავს, ხოლო სასამართლო პროცესს მისი მხრიდან არავინ ესწრებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები