ახალი ამბები
გორში გასულ წელს 34 ხე მოჭრეს და 4 520 ძირი ხე-ბუჩქნარი დარგეს
ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს, გორში და მუნიციპალიტეტის ორ სკოლაში 4 528 ხე დარგეს. კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის, ბაჩანა გვინიაშვილის ცნობით, უმეტესი ხეებიდან გორში ლუგუსტრუმები დარგეს. შემდეგ ჭარბობს ტუია და კიპაროსი. კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ მერიის დაკვეთით, გასულ წელს, 34 ხე მოიჭრა და დაბარეს სკვერები.

უფრო კონკრეტულად:

,,ორჯერ იქნა გასუფთავებული სარეველა ბალახისგან სავალი ბილიკები. ცენტრალურ შადრევნის სკვერში 400 ძირი ლუგუსტრუმი დარგეს. გაჩნდა ტყე-პარკი ვერხვების დევნილთა დასახლებაში 2700 კვ.მ - 250 ძირი.

სამხატვრო სკოლის ეზოში - 250 ძირი ლუგუსტრუმი და 18 ძირი კიპაროსი. ხიდისთავის სკოლა - 300 ძირი ლუგუსტრუმი. ტუხტი 35 და იფანი 10; ხელთუბნის სკოლა - 300 ძირი ლუგუსტრუმი.

სადგურის დასახლება - 50 იფანი და 25 ტუია. კარალეთის ცენტრი - 10 კვიპაროსი და 5 ტუია. გოგებაშვილის ქუჩა - 40 ნაძვი და 35 ტუია. სტალინის ბაღში დაითესა კოინდარი.“ - აღნიშნულია ,,კეთილმოწყობის“ სამსახურის ცნობაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები