ახალი ამბები
საფეხბურთო კლუბ ,,გორს" მეჯვრისხევის სტადიონს გადასცემენ
საფეხბურთო კლუბ ,,გორს" სოფელ მეჯვრისხევში არსებულ სტადიონს სარგებლობაში გადასცემენ. ამის შესახებ გადაწყვეტილებას გორის საკრებულოს წევრები უახლოეს სხდომაზე მიიღებენ.

მოედანზე ახალგაზრდა ფეხბურთელები 4 წლის განმავლობაში ივარჯიშებენ. მანამდე სპორტსმენები გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გაივლიან წვერთნებს, სადაც ახალი განათების სისტემა მოეწყო.

კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წელს, ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა“ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი "გორი",ტექნიკური ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჯამში 50 000 ლარით დააფინანსა.

,,გარდა განათებისა, აღნიშნული თანხის ფარგლებში ა(ა)იპგორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი "გორი" გეგმავს ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაციას,ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სავარჯიშო ეკიპირებისა და ბურთების შეძენას." - აღნიშნავენ კლუბში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები