ახალი ამბები
გორში არტ სარდაფი ,,ვარდისუბანი" გაქურდეს
გორში, სამეფო ქუჩაზე, არტ სარდაფი "ვარდისუბანი" გაქურდეს.

წაღებულია ხმის გამაძლიერებელი აპარატურა.

არტ სარდაფის მფლობელი, ნუგზარ მაჭავარიანი ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, ის ჯანრთელობის პრობლემების გამო სარეაბილიტაციო კურსს საზღვარგარეთ გადის.

ინფორმაციის გადასამოწმებლად qartli.ge მას საზღვარგარეთ დაუკავშირდა. 

ქურდობის ამბავი მან ძმისგან შეიტყო. 

,,რამდენიმე თვეა სამკურნალოდ საზღვარგარეთ ვარ. დღეს დილით, ჩემმა ძმამ შემატყობინა, რომ არტ სარდაფი გაუქურდეს. ჩემი ინფორმაციით, ხმის აპარატურაა მოპარული, ასევე დაზიანებულია ნივთები. სავარაუდოდ სხვა ნივთებიცაა წაღებული, ჯერჯერობით არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია. ფაქტია, აპარატურის გარეშე მუშაობას ვერ გავაგრძელებთ და საერთოდ უაზრობაა ასეთი დაწესებულებების საქმიანობა, როცა შავი სამყარო კვლავ გამოცოცხლდა. ასე რომ მსგავს ფაქტებს  "გაგებით უნდა მოვეკიდოთ", რომ უფრო მტკივნეული დარტყმა არ მივიღოთ.“ - განაცხადა qartli.ge-თან საუბრისას ნუგზარ მაჭავარიანმა.

ფაქტზე გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

იხ.ამავე თემაზე: გორში ელიტ კლუბი ,,ვარდის უბანი" გაიხსნა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები