ახალი ამბები
კარალეთის გზა გაანათეს - ქვეითთა სიკვდილიანობის შემდეგ
გორი-კარალეთის გზა გაანათეს. ამ გზაზე გასულ წელს რამდენიმე ფეხითმოსიარულეს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა. ბოლო შემთხვევა 2018 წლის აგვისტოში მოხდა.

ქვეითებისთვის  გზა დღესდღეობით ღამის საათებში უსაფრთხოა. ამ გზაზე მოძრაობენ ადამიანები, რომლებიც ან რესტორნიდან გამოდიან, ან კიდევ, სამხედრო ბაზიდან ავტობანზე შინმიმავალი ჯარისკაცები.

გორის მერიის ცნობით, გარეგანათებისთვის 200 000 ლარამდე დაიხარჯა. გადაწყვეტილების მიმღებნი იმედოვნებენ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ალბათობა მინიმუმამდე დავა.

ერთ წელიწადში გორი-კარალეთის გზაზე 9 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთაგან 4 მსხვერპლით დასრულდა. 

შს სამინისტროს ცნობით, 9 შემთხვევიდან, სხეულის დაზიანება 5-მა ადამიანმა მიიღო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები