ახალი ამბები
გორის მერიიდან 7 დამლაგებელი გაათავისუფლეს
გორის მერიაში უშტატო თანამშრომლების რიცხვი შემცირდა. ამის გამო, 7 დამლაგებელი სამსახურის გარეშე დარჩა.

ცვლილებების შესახებ დადგენილების პროექტი საკრებულოს წარუდგინეს. მერიის იურიდიული სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე, 23 ერთეულიდან 7 ერთეული შტატის საჭიროება აღარ არსებობს.

პროექტის ინიციატორი განმარტავს, რომ 2019 წლის იანვარში, გორის მერიის ადმინისტრაციული შენობის მოვლა-პატრონობისთვის 60 ათასი ლარი გამოიყო. ტენდერში ერთ-ერთმა კომპანიამ გაიმარჯვა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები