ახალი ამბები
MMA წესებით ორთაბრძოლაში გორელმა მარიამ ტატუნაშვილმა ირანელი მოწინააღმდეგე დაამარცხა
თბილისში 18–20 იანვარს ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი K-1 და MMA –ში, მოყვარულებსა და პროფესიონალებს შორის.

შეჯიბრებაში გორიდან ხუთმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. სამმა სამოყვარულო MMA –ში, ხოლო ორმა პროფესიონალებში.

პროფესიონალებს შორის წარმატებით იასპარეზეს მარიამ ტატუნაშვილმა და გურამ გოჩაშვილმა, რომლებმაც შესაბამისად 70 და 86 კგ წონით კატეგორიებში ქამრების მოპოვება შეძლეს. ორივემ ირანელ მოწინააღმდეგეებს სძლიეს. განსაკუთრების აღსანიშნავი მარიამის გამარჯვებაა, რომელმაც ვიზავი სულ რაღაც 20 წამში დაამარცხა.

მათ გარდა პირველ ადგილებზე გავიდნენ ნიკა მაყიშვილი (37 კგ) და ლუკა თოფჩიშვილი (40 კგ). მეორე ადგილზე კი ნიკა სანებლიძე (35 კგ) გავიდა.

MMA-შერეული ორთაბრძოლები - ეს არის ერთ სპორტში გაერთიანებული კრივი, კიკბოქსინგი, ჯიუ-ჯიცუ, კარატე და მუაი-ტაი,  რომლის დროსაც მებრძოლები იყენებენ სხვადასხვა ტექნიკას იმისთვის, რომ გამარჯვებას მიაღწიონ – ისინი იბრძვიან, ურტყამენ ერთმანეთს ფეხებსა და ხელებს, ატარებენ მტკივნეულ და მახრჩობელა ილეთებს.


.



Print

სტატიის გამოყენების პირობები