გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წითელუბანში გზებისთვის სახელის
მინიჭების პროცედურები გრძელდება. ,,ერთობის ქუჩის" გარდა,
დასახლებში ,,აჭარის ქუჩაც" გაჩნდება.
ამის შესახებ ადგილობრივებმა გორის საკრებულოს მიმართეს.
წითელუბანში სულ 8 ქუჩა რეგისტირებული. აქედან ყველაზე უდიდესს
,,მშვიდობის ქუჩა" 2018 წლის ნოემბერში უწოდეს. შემდეგ მოდის, 840 მ
სიგრძის ქუჩა და მას ,,ერთობის ქუჩას" დაარქმევენ. შემდეგ მოდის
,,გამარჯვების", ,,ტირიფონის" და ,,აჭარის" ქუჩები. დანარჩენი ქუჩების
სახელწოდებების შესახებ, ამ ეტაპზე არაფერი იგეგმება.
წითელუბანში ოფიციალურად 260-მდე კომლია რეგისტრირებული. დასახლება
შავშვების ტერიტორიულ თემში შედის. მერის რწმუნებულის მთავარი
სპეციალისტი მანანა თვაური ამბობს, რომ მშვიდობის სახელის მინიჭება
უკავშირდება სოფელში სხვადასხვა ეთნიკური მოსახლეობის არსებობას:
,,მოგეხსენებათ, წითელუბანში ცხოვრობენ ოსები და ქართველები, აქ, მათ
შორის, არიან მაჰმადიანი ქართველები და აჭარიდან ჩამოსული
ეკომიგრანტები. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება მშვიდობის ქუჩის
დაარსება" - აცხადებეს მანანა თვაური.
სტატიის გამოყენების პირობები