ახალი ამბები
გორის ბაღებიდან ბავშვები სახლში ნაადრევად რეგისტრაციის გარეშე მიყავთ
ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა ბაგა-ბაღები, სადაც აღინიშნებოდა სხვადასხვა სახის დარღვევები. კერძოდ, გაირკვა, რომ აღსაზრდელთა დასწრების ჟურნალში არ ფიქსირდებოდა გაცდენილი დღეები, ასევე არ ფიქსირდებოდა დასწრების ჟურნალში სხვადასხვა ჯგუფებში მყოფი ბავშვები .

ამის შესახებ qartli.ge-ს საბავშვო ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, კონკრეტული დაწესებულებების დასახელებისგან თავს შეიკავებს. ბაღების მონიტორინის დროს, ადმინისტრაციული საქმის წარმოება 2 საქმეზე დაიწყეს. რამდენიმე ბაგა-ბაღში საერთოდ არ ქონდათ სახლში ნაადრევად ბავშვის წაყვანის აღრიცხვის ჟურნალი.

,,მთელი წლის განმავლობაში სპეციალურად შექმნილი ჯგუფები აკვირდებოდნენ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების და მომსახურე პერსონალის მუშაობას, პერიოდულად ხორციელდებოდა აღსაზრდელთა რაოდენობის აღრიცხვაც. იმ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების თანამშრომლებს და ხელმძღვანელებს, სადაც ხარვეზები იყო აღმოჩენილი, ხარვეზების გამოსწორების მიზნით სარეკომენდაციო მითითებები და დრო მისცეს გამოსასწორებლად." - აღნიშნავს ლია კოვზიაშვილი.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შეეცადა გაერკვია კონკრეტულად რომელ ბაღებში დაფიქსირდა დარღვევები, ამის შესახებ ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ლია კოვზიაშვილს დაუკავშირდა.

„ვერაფერს გეტყვით ამ თემაზე, მე, როგორც ვიცი, იმ ბაღებში, სადაც დარღვევები დააფიქსირეს, ოქმები შედგა, ამის შესახებ შეგიძლიათ იურისტს მიმართოთ“.-გვითხრა ლია კოვზიაშვილმა.]

იურისტი ნუგზარ კოჩლავაშვილი კი აღნიშნულ თემაზე საუბარს თავს არიდებს და აღნიშნავს რომ აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები