ახალი ამბები
გორში გურამიშვილის ქუჩაზე მოქალაქეს საფულე გასტაცეს
გორში, 1990 წელს დაბადებული დ.ქ., ძარცვის ბრალდებით, გორში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის მტკიცებით ბრალდებულმა გორში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, 1978 წელს დაბადებულ ქ.დ.-ს საფულე და მობილური ტელეფონი გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიცია აცხადებს, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ნივთმტკიცებების ამოღების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები