ახალი ამბები
სტუდენტები გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში კვლევას ატარებენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები და მათი ხელმძღვანელები კვლევებს იმ სოფლებში ატარებენ, რომლებიც გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. ისინი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში:  გუგუტიანთკარსა და დიცში იმყოფებოდნენ.

სტუდენტები ადგილობრივ მოსახლეობას იმ საჭიროებების შესახებ ესაუბრებიან, რომლებიც ადგილზე არსებობს. ყურადღება გამახვილებულია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდზე.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლის, არინა თავაქარაშვილის განცხადებით, ინფორმაცია შესაბამის ექსპერტებთან ერთად დამუშავდება და სხვადასხვა ენაზე გამოიცემა. იდეას მხარდაჭერა გამოუცხადა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ. პროექტს უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი ნინო მინდიაშვილი ხელმძღვანელობს.

 


Print

სტატიის გამოყენების პირობები