ახალი ამბები
,,ბრალდებული ცდილობდა გაქცევას საქართველოსკენ" - აცხადებენ ცხინვალში
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შს სამინისტროს თანამშრომლებმა, გაუპატიურებისა და მკვლელობის მცდელობის, ასევე ყაჩაღობის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით, მედია იუწყება, რომ მამაკაცი 22 იანვარს 34-წლის ქალბატონს ცხინვალში სახლის შესასვლელში დახვდა, სხეულზე მიაყენა ჭრილობები, წაართვა მობილური ტელეფონი და მიიმალა.

რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, ბრალდებული დააკავეს. ის ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინაში ცხოვრობს. არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების განმარტებით, ბრალდებული გაქცევას საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიისკენ ცდილობდა.

,,შემოწმდა ყველა სახლი სოფელ გვირგვინაში (ზნაურის რაიონი) და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოხდა მისი დაკავება" - აცხადებენ ცხინვალში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები