ახალი ამბები
კრებები სოფლებში (Photo)
შიდა ქართლის სოფლებში კრებები საკმაოდ მაღალი ტემპით ტარდება. ყოველდღიურად, 5-6 სოფლის კრებას ესწრება გამგებელი ან შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მერების პრეს-სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, მოსახლეობა დასახლებისთვის გამოყოფილი თანხის განაწილებაში მონაწილეობას იღებს.

ჩატარებული კრებების რაოდენობით, ოფიციალურად, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტები გამოირჩევა. რამდენიმე კრება ჩატარდა კასპის მუნიციპალიტეტშიც. გორის მუნიციპალიტეტიდან კი, კრებების შესახებ მწირი ინფორმაციაა.

როგორც ცნობილია, 15 იანვრიდან, საქართველოს 3700 სოფლის კრების ჩატარება დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საერთო კრებას მაგალითად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში ვიცე-პრემიერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაესწრო.

,,ჯამში ვგეგმავთ 3700 სოფლის კრების ჩატარებას, რაც იმას ნიშნავს რომ ნახევარი მილიონი ადამიანის ნებით განაწილდება ის 20 მილიონი, რომელიც სოფლის პროგრამაში გვაქვს წელს გათვალისწინებული. დღეს მქონდა პატივი დავსწრებოდი კრებას და ძალიან სასიამოვნოა რომ სოფელში არის ასეთი ერთსულოვნება. მოსახლეობამ გადაწყვიტა რომ მათ გარე განათების სამუშაოების დასრულება სურთ. პროგრამის მიხედვით, ამ სოფლის ზომიდან და ხლხის რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლებელია 10 ათასი ლარის დაფინანსება და შესაბამისად, ეს თანხა ამ სოფელში მოხმარდება გარე განათებას“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პირველი კრებები დღეს სხვადასხვა რეგიონის 21 სოფელში ჩატარდა. უკვე მიღებულია რამდენიმე გადაწყვეტილება განსახორციელებელი პროექტების შესახებ, მათ შორისაა საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება, ატრაქციონების დადგმა, ხიდის შეკეთების სამუშაოები.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.







ღოღეთი - შუაში გამგებელი



ქარელის მუნიციპალიტეტი



ხაშურის მუნიციპალიტეტი



ქარელის მუნიციპალიტეტი



კასპის მუნიციპალიტეტი




ხაშურის მუნიციპალიტეტი
Print

სტატიის გამოყენების პირობები