ახალი ამბები
“ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018” კონკურსის გამარჯვებულები დაასახელეს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ოფიციალურ ცერემონიალზე თბილისში გამარჯვებულებს გადასცა „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018“. ექვსი საპრიზო კატეგორია მოიცავდა - ბეჭდურ, სამაუწყებლო, ონლაინ და ფოტო ჟურნალისტიკას. გარდა ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გასცა სპეციალური პრიზი კონფლიქტების მიმართ სენსიტიურ ჟურნალისტიკაში, რომელიც ნდობის აღდგენასა და მშვიდობის დამკვიდრებას უწყობს ხელს.

ცერემონიაზე ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩის მოადგილემ, ბატონმა კარლო ნატალემ განაცხადა: "პროფესიული, მიუკერძოებელი და ინფორმაციული ჟურნალისტიკა მნიშვნელოვანია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისთვის. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ხარისხიან ჟურნალისტიკას და პრესის თავისუფლების მხარდაჭერას საქართველოში ".

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბატონმა ერიკ ჰოგმა აღნიშნა: "ამ ჯილდოს მეშვეობით გვინდა ხელი შევუწყოთ კონფლიქტურ საკითხებზე მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ჟურნალისტიკას, რომელიც აგებს ხიდებს ერთამენთისგან გაყოფილ თემებს შორის, რითაც ხელს უწყობს შერიგებას და კონფლიქტების მოგვარებას”

„ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018“ კონკურსის გამარჯვებულები არიან:

- საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: მარიამ აბესაძე, (თანაავტორი ნინო ლომაძე)

ფინალისტები:

სოფო ბუკია (თანაავტორი: დავით ფიფია)
თათია ხალიანი (თანაავტორი სოფო აფციაური)
გიორგი ლომსაძე (თანაავტორი ანდრიუ ნორთი)

- საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში: ლელა კუნჭულია (თანაავტორი შიო ხიდაშელი)

ფინალისტები:
დავით ფარულავა
გიორგი ბოლქვაძე
ეკატერინე ჭითანავა

- საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: სოფო ზურაბიანი (თანაავტორები:დავით გელენიძე, დავით მაისურაძე, ნოდარ მელაძე)

ფინალისტები:
გიორგი ფარქოსაძე (თანაავტორი: ცქრიალა შერმადინი)
მარიკა დუდუნია (თანაავტორი: გიორგი მგელაძე)
ნატალია ვახტანგიშვილი (თანაავტორი: ნინო ზურიაშვილი)


- საუკეთესო ბლოგი/თვალსაზრისი/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში: ნანა თაკვარელია

ფინალისტები:
ვასილ გულეური
შოთა შველიძე
ლევან მორჩიაშვილი

· საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში: ნინო ბაქრაძე (თანაავტორები: ნინო ლომაძე და ნინო ჯაფიაშვილი)

ფინალისტები:
ნასტასია არაბული
თეა ინასარიძე (თანაავტორები: ლალი პაპასკირი, ლევან ტაბატაძე)
ნათია ამირანაშვილი (თანაავტორი: დავით ფარულავა)


საუკეთესო დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს ასახავს: ნინო ბაიდაური

ფინასლიტები:
მარი ნიკურაძე
დათო ქორიძე
სოფო აფციაური

·კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი: (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი): ნიკოლოზ გაბლიშვილი

ფინალისტები:
ზურაბ ბალანჩივაძე
კრისტინა მარაბიანი

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეულმა გამარჯვებულმა მიიღო ფულადი ჯილდო დაახლოებით 3800 ლარი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი კი მიიღებს ლონდონში ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში“ ერთთვიან სტაჟირებას.

ნაშრომები განიხილა სამი წევრისგან შემდგარმა ჟიურიმ: ზვიად ქორიძე - ქართველ ჟურნალისტთა საზოგადოების თანათავმჯდომარე, მამუკა ანდღულაძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მედია პროგრამის მენეჯერი და სილვია შტობერი - სამხრეთ კავლასიის რეგიონში მოღვაწე საერთაშორისო ჟურნალისტი.

საკონკურსო განაცხადები უნდა ყოფილიყო გამოქვეყნებული ან გაშუქებული 2017 წლის 2 ნოემბრიდან 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით ქართულ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე. კონკურსისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, განაცხადები ასევე მიღებულ იქნა აფხაზურ და ოსურ ენებზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები