ახალი ამბები
გორის მერიაში საკადრო გადაადგილებები გრძელდება
გორის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან, ხელმძღვანელთან ერთად, მისი მოადგილეც წავიდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საჯარო მოხელეებმა პირადი განცხადების საფუძველზე მიიღეს.

აქიტექტურის განყოფილების უფროსმა ნინო ლურსმანაშვილმა, სამსახურიდან წასვლის შესახებ, განცხადება გუშინ დაწერა. ზურაბ ჯალაღანიამ თანამდებობა კი ორი კვირის წინ, დატოვა.

საკადრო წმენდა გორის მერიაში 2019 წლის იანვრის დასწყისიდან დაიწყო. სამსახურიდან მერის პირველი მოადგილე გელა კაპანაძე და ადმინისტრაციული-შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მანველიშვილი წავიდნენ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები